შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება დამატებული ღირებულების გადასახადისგან თავისუფლდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „საგადასახადო კოდექსში" განსახორციელებელი ცვლილება, რომლის პროექტიც პარლამენტში უკვე შეტანილია, ხელს შეუწყობს იმ ადგილობრივი საწარმოების განვითარებას, რომლებიც უცხოურ კომპანიებს უწევენ მომსახურებას.
„შეიქმნება კონკურენტუნარიანი გარემო ადგილობრივი ბიზნესისთვის. ამგვარი საწარმოების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა მიეცემათ დაზოგილი თანხები კვლავ ჩადონ ბიზნესის განვითარებაში, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
მასალის გამოყენების პირობები