თბილისის განვითარების ფონდის დამფუძნებელსა და ფონდს შორის არსებულ ურთიერთობაში ცვლილებები შევიდა. თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული ცვლილების თანახმად, ქალაქის მთავრობასთან შეუთანხმებლად ფონდის თავმჯდომარე ვეღარ განსაზღვრავს საშტატო ნუსხას და სახელფასო განაკვეთს.
ამით ა(ა)იპ თ"ბილისის განვითარების ფონდის" სახელფასო ბადე შესაბამისობაში მოვა მერიის ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურების სისტემასთან. შედეგად, გამოირიცხება გამოგონილ თანამდებობებზე მაღალი ხელფასების გაცემა და ფუნქციათა დუბლირება.
ფონდის ხელმძღვანელის, თემურ ხომერიკის განცხადებით, არსებული სტრუქტურის რეორგანიზებით დაზუსტდა სამსახურის ქვედანაყოფების ფუნქციები, აგრეთვე, 16 ერთეულით შემცირდება საშტატო ნუსხა. მისივე თქმით, უკვე გათავისუფლდნენ გამოგონილ შტატებზე დასაქმებული თანამშრომლები, ხოლო განახლებული შრომითი ხელშეკრულებები გადაიხედა წესდებით დამტკიცებულ სტრუქტურასთან თავსებადობის კუთხით.
„სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად, გაიზრდება სამსახურის ეფექტურობა, დაიზოგება საბიუჯეტო სახსრები, გაუმჯობესდება მოსახლეობასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, სპონტანური საქმიანობიდან ფონდი გადავა პროგრამულ მართვაზე, პროექტები განხორციელდება ქალაქგანვითარების ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ისე დონორთათვის მიმზიდველი გარემოს შექმნას,"- განაცხადა თემურ ხომერიკმა.
დღემდე არსებული წესდებით, ფონდის თავმჯდომარე უფლებამოსილი იყო, საკადრო და სახელფასო საკითხები, დამფუძნებელთან შეუთანხმებლად, შრომითი ხელშეკრულებით დაერეგულირებინა