iPhone 6 და iPhone 6 Plus „ელიტ ელექტრონიქსის" ქსელში თვის ბოლომდე გამოჩნდება. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახალი თაობის iPhone-ს რეალიზაცია სექტემბრის ბოლოდან დაიწყება და მისი ღირებულება, სხვა კონკურენტებისგან განსხვავებით, საკმაოდ კონკურენტული იქნება. როგორც ცნობილია ახალი iPhone 6-ის რეალიზაცია აშშ-ში 19 სექტემბრიდან დაიწყება და ის iOS 8 სისტემაზე იმუშავებს. იმავდროულად iOS 8 -ის ჩამოტვირთვა ძველი თაობის სმარტფონებისათის უკვე 17 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია Apple-მა დაპირებისამებრ ბაზარზე ორი ახალი სმარტფონი ბაზარზე iPhone 6 და iPhone 6 Plus-ი გამოიტანა. როგორც სმარტფონის პრეზენტაციაზე აღინიშნა iPhone 6 Plus-ს შესაძლოა ტელეფონისა და ტაბლეტის ჰიბრიდიც ეწოდოს. რაც შეეხება iPhone 6-ს მისი სისქე სულ რაღაც 6,9 მილიმეტრია, ხოლო iPhone 6 Plus-ის სისქე კი 7,1 მილიმეტრი.
iPhone 6-ს 4,7 დიუმიანი ეკრანი, ხოლო iPhone 6 Plus-ს 5,5 დიუმიანი ეკრანი გააჩნია.
iPhone 6-ი მისი პირველი წინამორბედისგან განსხვავებით 84 ჯერ უფრო ძლიერია. ასევე ახალ სმარტფონს Wi-Fi 802.11ac გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინტერნეტის სიჩქარე 3 ჯერ უფრო სწრაფი იქნება.
ახალ iPhone 6-ს Wi-Fi Calling-ის ფუნქციაც ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზარის განხორციელება Wi-Fi-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი, ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-ს მასშტაბით.ახალ iPhoneს 1080p-60fps ვიდეოს გადაღების შესაძლებლობა აქვს.
iPhone 6-ს და iPhone 6 Plus-ის მეხსიერება 16, 64 и 128 გიგაბაიტი იქნება. აქაც სიახლე და ნოვაცია 128 გიგაბაიტიანია iPhone-ია
iPhone 6-ი ტადიციულად თეთრი და შავი შეფერილობის იქნება და მას ახალი ფუქნცია Apple Pay ექნება. საწყის ეტაპზე Apple Pay მხოლოდ ამერიკაში იმუშავებს და ის მიბმული იქნება Visa-ს, MasterCard-ის და AmEx-ის ბარათებზე და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება . McDonalds-ში, Apple Store-ში, Walgreens-ში, Macy's-ში, Disney-ში და სხვა მრავალ ობიექტში.