10 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამის ორგანიზებით, საქართველოს 76 მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის იმართება შეხვედრა, რომლის მიზანია, ადგილობრივ დონეზე საფინანსო-საბიუჯეტო პროცესებში ჩართულ გუნდი, გაეცნოს საჯარო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემა (PFMS).
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის მიხედვით, მომავალი წლიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ანგარიშები გაიხსნება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში და მათი მართვა განხორციელდება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის მეშვეობით.
მისამართი: შერატონ მეტეხი პალასი
მასალის გამოყენების პირობები