მედიკამენტების გაცემის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებთან დაკავშირებით პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილის განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთვაზობთ უცვლელად:
"ერთადერთი შედეგი, რაც  მედიკამენტების გაცემის წესის ახალმა რეგულაციამ მოიტანა არის ის, რომ საქართველოს პენსიონერებმა სიბერე რეცეპტის რიგებში უნდა გაატარონ. ვფიქრობ,  ჯანდაცვის სამინისტროს გააზრებული არ ჰქონდა დანერგვის პროცესები", - აცხადებს ოქრიაშვილი.