„საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია პირდაპირ გადაეცეს, როგორც საგადასახადო ომბუდსმენსა და მის მოადგილეს, ასევე ომბუდსმენის აპარატს.
პროექტის თანახმად, ცვლილება შედის კოდექსის 44-ე მულში, რომლის შესაბამისადაც
იცვლება პირისათვის შეტყობინების გაგზავნის მეთოდოლოგია. კერძოდ, „საგადასახადო კოდექსს" ემატემა პირისათვის შეტყობინების ტელეფონით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური
საშუალებებით გაგზავნა, რომ პირის მიმართ გამოცემულია დოკუმენტი. ამ
შეტყობინების მიღების შემდეგ იწყება ვადის ათვლა და პირს ეკისრება ვალდებულება ამ
ვადაში ჩაიბაროს ეს დოკუმენტი.
გარდა ამისა, საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით, კოდექსში ტექნიკური და რედაქციული ხასიათის ცვლილებები ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები