მუნიციპალური ბიუჯეტის შესავსებად რომის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალ გზას მიაგნო და ტურისტული გადასახადის გაზრდა გადაწყვიტა. გადასახადი საშუალოდ 50 %-ით გაიზარდა.
1 და 2-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამის თევისათვის რომში ჩასულ ტურისტებს, ტურისტული გადასახადის სახით 1 ევროზე მეტის გადახდა მოუწევთ. ხოლო 3 და 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში მცხოვრები ტურისტებისათვის ტურისტული გადასახადი 4 და 6 ევრომდე გაიზარდა.
ხოლო რაც შეეხება 5 ვარსკვლავიან სასტუმროებისათვის ტურისტული გადასახადი 130 %-ით ანუ 7 ევრომდე გაიზარდა.