ბილაინის აბონენტებისთვის ამოქმედდება მომსახურება SMS ANTI SPAM ,რომლის უფასოდ გააქტიურებით, მომხარებელს საშუალება ექნება სარეკლამო ესემესების მთლიანად ან ნაწილობრივ დაბლოკვის.
*297# აკრეფით, აბონენტებს შეუძლიათ უარი თქვან სარეკლამო ესემესების მიღებაზე, ჩაირთონ სარეკლამო ესემესები ან შეარჩიონ ის შეტყობინებები , რომლის მიღებაც სურთ.
"ბილაინის მთავარი საზრუნავი ჩვენი აბონენტების კომფორტია, შესაბამისად კომპანია ცდილობს მაქსიმალურად გაითვალისწინოს ყველა იმ თხოვნა თუ სურვილი ,რომელიც ჩვენს აბონენტებს უჩნდებათ.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ბილაინი არასდროს ყოფილა პასუხისმგებელი მისგან დამოუკიდებელი სარეკლამო ესემესების დაგზავნაზე, ან ჩვენი მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაზე, ჩვენს აბონენტებს მიეცემათ საშუალება თვითონ გააკონტროლონ ის შეტყობინებები, რომელსაც სხვა და სხვა კომპანიისგან იღებენ. " თეონა ბაღდავაძე, ბილაინის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
"ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფში შედის კავშირგაბმულობის ოპერატორები, რომლებიც მომსახურებას უწევენ ხმოვან კავშირსა და მონაცემების გადაცემას უსადენო და ფიქსირებული კავშირის ტექნოლოგიების ფართო სპექტრის საფუძველზე და ასევე უზრუნველყოფენ ინტერნეტში ფართოსპექტრიან ხელმისაწვდომობას. "ვიმპელკომის" ჯგუფში შედიან კომპანიები, რომლებიც
ახორციელებენ ოპერაციებს რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში, საქართველოსა და სომხეთში, ასევე ვიეტნამსა და კამბოჯაში. "ვიმპელკომის" კომპანიების ჯგუფის ლიცენზიები
მოიცავს ტერიტორიას მოსახლეობის საერთო რაოდენობით 340 მლნ ადამიანი. მომსახურების გაწევა ხორციელდება "ბილაინის" ბრენდით.