აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით წლევანდელ სეზონზე ტურისტულ ობიექტებზე ვიზიტორების რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება.
აგვისტოში ვიზიტორების სიმრავლის მიხედვით გამოირჩეოდა შემდეგი ტურისტული ობიექტები:
1. ბათუმის ბოტანიკური ბაღი: 64 801 ვიზიტორი
2. ბათუმის დელფინარიუმი: 59 058
3. ბათუმის საბაგირო გზა: 56 451
4. გონიოს ციხე-სიმაგრე: 20 677
2014 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ასე გამოიყურება: (იანვარი-აგვისტო 2014-2013)
• ბათუმის ბოტანიკური ბაღი 6%-იანი ზრდა: 158 886 (2014)
• ბათუმის დელფინარიუმი 30%-იანი ზრდა : 109 721 (2014)
• გონიოს ციხესიმაგრე 17%-იანი ზრდა: 53 006 (2014)
• მტირალას ეროვნული პარკი 49%-იანი ზრდა: 18 387 (2014)