აზერბაიჯანის ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტროს თანამშრომლებმა დედაქალაქში ტერორისტული აქტი აღკვეთეს. ინფორმაციას ამის შესახებ ნაციონალური უსაფრთხოების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამინისტროს თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანში ტერაქტების განსახორციელებლად განსაკუთრებით დიდი რაოდენობის იარაღი შეჰქონდათ.
ბანდაში აზერბაიჯანის რამდენიმე და რუსეთის ერთი მოქალაქე შედიოდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბანდის ყველა წევრი დაპატიმრებულია. მიმდინარეობს გამოძიება.