რუსეთის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 22 აგვისტოს მონაცემებით 466,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. რეზერვების მოცულობა 15 აგვისტოს მონაცმებით 468,6 მილიარდი აშშ დოლარი იყო. ერთ კვირაში კლებამ 2.5 მილიარდი დოლარი - 0,5% შეადგინა და ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ მაჩვენებელს (2012 წლის 1-ლი ივლისი) გაუტოლდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულ მაქსიმომს რუსეთის საერტაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2008 წლის 8 აგვისტოს მიაღწია - 598,1 მილიარდი აშშ დოლარი, ისტორიული მინიმუმი კი 1999 წლის 2 აპრილს დაფიქსირდა - 10,7 მილიარდი დოლარი.