„მინდა მარიამობა მივულოცო სრულიად საქართველოს და თითოეულ იმ  იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება წმინდა მარიამის მფარველობა, მისი მადლი და ძალა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს" - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. 
დავით ნარმანია მარიამობის სადღესასწაულო წირვას  სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო.