დღეს, 27 აგვისტოს 15:00- საათზე, ბანკი „რესპუბლიკა" მარნეულში, რუსთაველის #37-ში ახალ, რიგით 41-ე სერვისცენტრს გახსნის. მოწვეულ სტუმრებს ბანკის გენერალური დირექტორი კრისტიან კარმანიოლი და საცალო საბანკო მომსახურების უფროსი მაია სიჭინავა სიახლეებსა და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგიას გააცნობს.
ბანკი "რესპუბლიკა", როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური დაწესებულება, თანაბარ ძალისხმევას უთმობს როგორც საცალო, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია შეღავათიანი და განსაკუთრებული პირობები აგრო და მიკრო დაკრედიტებაზე. ფილიალი იმუშავებს ყველა მიმართულებით, რომელსაც ბანკი „რესპუბლიკა" მომხმარებელს სთავაზობს. მარნეულში მცხოვრებ მოსახლეობას, ვისაც სურს თავისი მიკრო ბიზნესისა და აგროსაქმიანობის შეღავათიანი პირობებით განვითარება, ბანკ "რესპუბლიკის" მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა ქალაქში გადაადგილების გარეშე შეეძლება. ახალი სერვისცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე მოემსახურება და სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.
"ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, წარმოვუდგენთ ახალ სერვისცენტრს, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ. სერვისცენტრისთვის ეს ადგილი სწორედ მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შევარჩიეთ", - აცხადებს მაია სიჭინავა, ბანკ „რესპუბლიკის" საცალო საბანკო მომსახურების უფროსი.