"ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია არის ის, რომ გაუმჯობესდა მოლოდინი საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე", - აღნიშნულის შესახებ განცხადება, ფინანსთა მინისტრმა Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესების, კომენტირებისას გააკეთა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, Moody's ერთ-ერთი ცნობილი სარეიტინგო კომპანიაა და ის პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს საქართველოში, მან სრულად საკმარისად იმისათვის ჩათვალა, რათა ეს მოლოდინი გაემჯობესებინა.
„ეს არ არის მხოლოდ მშრალი რეიტინგი, ეს არის რეალური ინფორმაცია ბიზნესისათვის, ფინანსური ბაზრებისთვის" - აღნიშნა ქვეყნის პირველმა ფინანსისტმა.
ნოდარ ხადურის განმარტებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ უფრო იაფი რესურსი მიიზიდონ ქვეყანაში, უფრო მეტი ინვესტიცია განახორციელონ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი გააუმჯობესა.