აჭარაში უცხოელ ტურისტთა ნაწილი სწორედ ბათუმის აეროპორტში არსებული ავიაფრენებით შემოდის. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით უცხოელ ტურისტთა რაოდენობა გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით 21%-ითაა გაზრდილი. განსაკუთრებული ზრდა გაორმაგებული ავიაფრენების შედეგად უკრაინის მიმართულებით შეიმჩნევა (+230%), წლევანდელ სეზონზე ზრდის მაჩვენებლით გამოირჩევა ასევე ბელორუსია (+85%) და პოლონეთი (+153%). დადებითი ტენდენცია ფიქსირდება აზერბაიჯანის (+12%), ისრაელის (+10%) და ერაყის (+126%) მიმართულებითაც. სხვადასხვა საერთაშორისო ფრენებით ბათუმის აეროპორტში ჩამოსულ უცხოელ ტურისტებს შორის ევროპის მოქალაქეების მატებაც შეინიშნება (ესტონეთი + 64%, ბულგარეთი +63%, ლატვია +19%).
აღსანიშნავია, რომ აჭარაში შემოსულ უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი ქუთაისისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებს იყენებს. წლევანდელ სეზონზე გაზრდილი საჰაერო ფრენები საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ტურისტთა ნაკადის ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღრელი ფაქტორია.
მასალის გამოყენების პირობები