25 აგვისტოს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მედიას წარუდგენს ამა წლის ივლისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში". კვლევის პრეზენტაცია გაიმართება 11:00 საათზე,  სასტუმროში „Courtyard Marriott". 
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,338 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. 
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო.