23 აგვისტოს აჭარას ჩინური მედიის 80 წარმომადგენელი ესტუმრება. ჩინელი ჟურნალისტები პროექტის „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეები არიან. დელეგაციის წევრები დაათვალიერებენ ქალაქის ღირშესანიშნავ ადგილებს და თავიანთ რეპორტაჟებსა და სიუჟეტებში გააშუქებენ რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.
პროექტი „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის ინფორმაციის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ჩინეთის სახელმწიფო საერთაშორისო სამოგზაურო სააგენტოს ორგანიზებით, 2014 წლის 19 ივლისს, პირველად, ჩინეთის ქალაქ სიანიდან იტალიის ქ. რომისკენ, ცნობილი ჟურნალისტების, ცენტრალური ტელეარხების წარმომადგენლების საავტომობილო ექსპედიციამ აიღო სტარტი. აღნისშნული ექსპედიცია 20 აგვისტოს, ყაზახეთისა და რუსეთის გავლით, საქართველოში შემოვიდა. ექსპედიციის მიზანია აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობის გაცნობა, ჩინეთის ტელეარზებზე ხშირი პირდაპირი ჩართვების, საინფორმაცო გამოშვებებში გაშუქებისა და ჩანაწერების საშუალებით ქვეყნების წარდგენა. ექპედიცია საქართველოში 4 დღე დარჩება, 24 აგვისტოს კი სარფის სასაზღრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
პროექტი „მოგზაურობა ათიათას კილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" საუკეთესო საშუალებაა მოხდეს საქართველოს მრავამხრივი წარმოჩენა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილეს ტურისტულ ბაზარზე.