დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის" ფუნქციონირების სწრაფად უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის 21 აგვისტოს #251 ბრძანებით შეიქმნა კომისია, სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის ირაკლი გვარამაძის თავმჯდომარეობით.
კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, სხვადასხვა დეპარტამენტებისა და სამმართველოების ხელმძღვანელები და თანამშრომლები.
მინისტრის დავალებით, აღნიშნულმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებული მდგომარეობის შეფასება და მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა, ასევე საბაჟო-გამშვები პუნქტის გამართული ფუნქციონირების მიზნით არსებული მდგომარეობის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
განხორციელებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც პირადად განახორციელებს კონტროლს ბრძანების შესრულებაზე