ENG / RUS       12+

რაულ ხაჯინბა: მრავალი სახელმწიფო აღიარების გარეშე არსებობს, ამაში საშიში არაფერია

რესპოდენტის შესახებ

აფხაზეთში 24 აგვისტოს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს რაულ ხაჯინბას, რომელიც ფავორიტად ითვლება, ჟურნალისტმა სერგეი პოდოსენოვმა ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.
"ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდა, რომელსაც გაზეტა.რუ აქვეყნებს:

- თქვენ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე კონტროლის მაქსიმალური გამჭვირვალობის მომხრე ხართ. თვლით თუ არა, რომ ეს ხელს შეუწყობს რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარებას?
- საზღვრების გახსნა ნებას მოგვცემს მრავალი საკითხი მშვიდ გარემოში მოვაგვაროთ. ასეთი გამოცდილება მრავალი ქვეყნის ურთიერთობაში არსებობს. ამაში ვერავითარ საფრთხეს ვერ ვხედავ ვერც აფხაზეთისთვის და ვერც რუსეთისათვის.
- რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი ბარიერია აფხაზეთის არამო-ქალაქეებისათვის უძრავის ქონების ფლობის აკრძალვა. თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემას რამენაირად მოაგვარებთ?
- დიახ, ამ პრობლემას გადავწყვეტთ. ამჟამად მუშავდება კანონი, რომელიც უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს დაა-რეგულირებს. უნდა შეიქმნას უძრავი ქონების ბაზარი და არავითარი აკრძალვები არ უნდა მოქმედებდეს. რასაკვირველია, მისი რეგული-რების მექანიზმიც უნდა არსებობდეს.
- შეიძლება თუ არა აფხაზეთისთვის მომგებიანი იყოს რუსეთის მიერ დასავ-ლეთისთვის გამოცხადებული სასურსათო ემბარგო? არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ აფხაზეთმა რუსეთში თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაზარდოს?
- ჯერ-ჯერობით აფხაზეთს ამის რესურსები არ აქვს, მაგრამ შეიძლება მზადება ახლავე დავიწყოთ. საერთოდ, ეს ხანგრძლივი პროცესია.
- თქვენ აფხაზეთ-რუსეთის მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრე ბრძანდებით. საიდუმლო არაა, რომ აფხაზეთის ბიუჯეტი სერიოზულადაა დამოკიდებული რუსეთიდან მიღებულ დოტაციებზე. რამდენად შესაძლებელია, რომ ერთ მშვენიერ დღეს აფხაზეთის რუსეთთან მიერთება?
- აფხაზეთი რუსეთის ნაწილი არ გახდება. რუსეთი სწორედ იმითაა დაინტერესებული, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. არავითარი სხვა მიდგომა არ არსებობს.
- თუ ეს ასეა, მაშინ როგორ ფიქრობთ რუსეთისაგან ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას? სრულ სუვერენიტეტზე საუბარი ხომ არა რეალურია...
- „თევზის დაჭერა" ჩვენ თვითონვე უნდა ვისწავლოთ...
- და ამაზე რატომ ადრე არ ფიქრობდით?
- იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების პრიორიტეტი რუსეთისაგან მიღებული რესურსების შეჭმა იყო.
- თქვენ ფიქრობთ, რომ ალექსანდრ ანქვაბს, ლაკერბაიას და სხვებს დააპატიმრებთ?
- მე ამას არ ვამბობ. მე ვამბობ, რომ მათ უნდა სცოდნოდათ იმ დარღვევევბის შესახებ, რაც აფხაზეთში ხდებოდა. დაპატიმრებული იქნებიან თუ არა, ამას გამოძიება გადაწყვეტს.
- როგორ წარმოგიდგენიათ თბილისთან ურთიერთობა? არჩევნების წინ გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონების ქართულენოვან მოსახლეობას საარჩევნო უფლება ჩამოერთვათ. რა ნაბიჯებს გადადგამთ ქართულენოვანი მოსახლეობის აფხაზურ საზოგადოებაში და აფხაზურ პოლიტიკაში ინტეგრირებისათვის?
- უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვუზრუნველყოფთ წერიგის დაცვას იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ცხოვრობენ. შევქმნით სოციალური განვითარების საფუძვლებს. დავეხმარებით მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად და არა ისე, როგორც ადრე კეთდებოდა - პასპორტები მოქალაქეობის კანონის დარღვევით რომ გაიცემოდა. თუ ვინმეს აფხაზეთის მოქალაქეობა სურს, ამისათვის ყველა პროცედურა უნდა გაიაროს.
- და რა სჭირდებათ მათ ამისათვის? აფხაზური ენის სწავლა?
- ნუ გადავიტანთ აქცენტს აფხაზური ენის სწავლაზე, მით უმეტეს, რომ ძირითადად ეს ის ხალხია, რომლებიც თავის დროზე აფხაზობიდან ქართველობაზე გადაეწერნენ, მათგან ბევრმა აფხაზური ენა უკვე იცის. მათ ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლებას არავინ უკრძალავთ, ამაში არავითარი პრობლემა არ არსებობს. რაც შეეხება სწავლების პროგრამას, ის აფხაზური უნდა იყოს და არა ქართული.
- მაგრამ ისინი ხომ მაინც თავს უფრო ქართველებად გრძნობენ, ვიდრე აფხაზებად? როგორ გინდათ მიაღწიოთ იმას, რომ მათ თავი აფხაზეთის სახელმწიფოს მოქალაქეებად იგრძნონ? იქნება, ვთქვათ, პარლამენტში მათი წარმომადგენლობის ქვოტა?
- დეპუტატთა კორპუსი არჩევნების ახალი კანონის საფუძველზე უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც პარტიული სიებით განხორციელდება. ყოველ პარტიულ სიაში სხვადასხვა ეროვნების მქონე კანდიდატები იქნებიან, რაც აფხაზეთში მცხოვრები ყველა ხალხის წარმომადგენლების პარლამენტში არჩევას უზრუნველყოფს.
- რა პირობების გათვალისწინებითაა შესაძლებელი აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარება? აშკარაა, რომ საქართველო აფხაზეთს არ აღიარებს...
- ჩვენთვის ეს თავის ტკივილი ნამდვილად არ არის. არ გვაღიარებს და ნუ გვაღიარებს, რა ვქნათ... ბევრი სახელმწიფო უღიარებლად არსებობს, ამაში საშიშს ვერაფერს ვხედავ. ამჟამად საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესი მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობს, მაგრამ მისი გაფართოებისათვის აუცილებელია საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ხელი მოაწეროს დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის თაობაზე. აი, ამის შემდეგ ორმხრივი დიალოგი უკვე შესაძლებელი იქნება.
- თქვენ კი მზად ხართ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში გამოცხადებული რესპუბლიკები აღიაროთ?
- თუ ასეთი თხოვნა მათი მხრიდან იქნება, ვიფიქრებთ და საკითხს განვიხილავთ.
ავტორი: . .