ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და განვითარების მიზნით, ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებულ სარეკლამო კამპანიას იწყებს. მთავრობის №1396 განრაგულების მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილის უწყებას მთავრობამ ნება დართო სარეკლამო მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს.
როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ანაკლია ღრმაწყლოვანი პორტისთვის საუკეთესო ადგილად კვლევის შედეგად შეირჩა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო საკუნსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა Oriental Consultants Compaly Ltd საპარტიორო ფონდის დაკვეთით, შეარჩა.
შესწავლილი იქნა შავი ზღვის სანაპიროზე ენგურსა და ჭოროხს შორის 10 ლოკაცია. როგორც მთავრობაში აცხადებერნ, ალტერნატიულ ლოკაციებთან შედარებით მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ნავსადგურს სტრატეგიული მდგომარეობა, დიდი გემების მიღების შესაძლებლობა და მაღალი გამტარუნარიანობა აქვს, ასევე გააჩნია ლოჯისტიკური სერვისების შესაძლებლობა და ინდუსტრიული კლასტერის შექმნის პოტენციალი.
პორტის მშენებლობის პირველი და მეორე ფაზის განსახორციელებლად 700 მლნ-დან 900 მლნ დოლარამდე ინვესტიცია იქნება საჭირო. კვირიკაშვილის განმარტებით, პირველი ფაზის მშენებლობა 3 წელიწადში უნდა დასრულდეს. მინისტრის განმარტებითვე, მთლიანი პროექტი მოიცავს 7 ფაზას, თუმცა 3 ფაზა არის სავალდებულო, ხოლო შემდგომი ფაზები უკვე დამოკიდებულია მიზანშეწნილობის კვლევაზე.
პროექტის მიხედვით, ანკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. 12 წლის ვადაში მან 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს, აქედან მესამე და მეშვიდე წელს, შესაბამისად, 7 და 20 მლნ ტონა ტვირთის, 12 წლის თავზე კი 40 მლნ ტონის გამტარუნარიანობას.
ყოველ მომდევნო ეტაპის მოსამზადებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უნდა მოამზადოს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ. პორტმა მინიმუმ 6500 კონტეინერით დატვირთული გემის მიღება. მთლიანობაში პორტის გამტარუნარიანობა 100 მლნ ტონა იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესეთა გამოხატვის მიღების ბოლო ვადა 2014 წლის 1 ოქტომბერია.