eMoney საფულით სარგებლობა კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა.
ამიერიდან, eMoney ანგარიშიდან ნებისმიერი სერვისის გადახდისას, თუ გადახდა ხორციელდება ახალი IP მისამართიდან, საჭიროა IP მისამართის ერთჯერადი დადასტურება.
ხოლო დასადასტურებელი ლინკი გამოიგზავნება კლიენტის იმეილზე.
„IP მისამართის დადასტურების ფუნქციონალის დამატება თქვენი საფულის მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
უცხო პირის უნებართვოდ ავტორიზაციის შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი იქნება ბალანსიდან თანხის გადატანა თქვენი იმეილიდან ახალი IP მისამართით ტრანზაქციის დადასტურების გარეშე",- აცხადებენ eMoney-ში.
თუ მომხმარებელი იყენებს ახალ IP მისამართს, მაშინ მას ავტომატურად გეგზავნება ლინკი დასადასტურებლად eMoney-ში მითითებულ იმეილზე. ლინკზ ედააკლიკვით კი IP მისამართი დადასტურებულად ჩაითვლება.