საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2014 წლის 13 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0 პროცენტს შეადგენს.
სებ-ის ინფორმაციით, გასათვალისწინებელია, რომ შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლის პროცესს არ ექნება ეკონომიკაზე შემზღუდავი ეფექტი, რამდენადაც პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულზე დაბლა რჩება.
"თუკი შემდგომი პერიოდების ახალი ინფორმაცია გავლენას არ მოახდენს მიმდინარე პროგნოზებზე და არ გამოიკვეთება ეკონომიკაზე მოქმედი ახალი შოკები, ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად დაუახლოვდება მის ნეიტრალურ დონეს და 2015 წლის ბოლოს 6 პროცენტს მიაღწევს", - განმარტავს ეროვნული ბანკი.
მასალის გამოყენების პირობები