რუსეთიდან კაპიტალის გადინებამ და საინვესტიციო პროექტების შეწყვეტამ ივლისში 18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი ოთხჯერ მეტია ივნისის მდგომარეობასთან შედარებით. ამის შესახებ გამოცემა Bloomberg-ი იტყობინება.
წლიური მაჩვენებლის მიხედვით კაპიტალის გადინება რუსეთში 17, 2 მილიარდი აშშ დოლარია.
ექსპერტების განცხადებით, აღნიშნული პროცესის მიზეზი რუბლის გაუფასურების ტენდენცია, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სუსტი საბაზრო მაჩვენებლებია.
წლის დასაწყისიდან რუბლი დოლართან მიმართებაში 8.6%-ით გაუფასურდა.