უკვე მეოთხედ, World Travel Awards-ზე, „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის" ნომინაციაში გამარჯვებულად გერმანული Lufthansa German Airlines-ი დასახელდა.
Lufthansa 11 საუკეთესო ავიაკომპანიიდან აირჩიეს, რადგანაც სწორედ 11 ევროპული ავიაკომპანია იყო წარდგენილი აღნიშნულ ნომინაციაზე.
იმავდროულად Lufthansa-მ პირველად მიიღო პრიზი „ევროპაში საუკეთესო მოსაცდელი დარბაზის" ნომინაციაში. საუბარია ტერმინალსა და მოსაცდელ დარბაზზე ფრანკფურტის აეროპორტში, რომელიც პირველი კლასის მგზავრებისთვისაა განკუთვნილი.