კომპანიები Boeing -ი, South African Airways -ი და SkyNRG -ი უახლოეს წლებში თამბაქოსგან ავიასაწვავის წარმოებას გეგმავენ.
საწყის ეტაპზე, პროექტი სამხრეთ აფრიკაში განხორციელდება . უცხოური მედიის ინფორმაციით, „ეკოლოგიური საწვავის" წარმოებისთვის გამოყენებული იქნება Solaris -ის ტიპის თამბაქო, რომელიც შეიცავს ნიკოტინის მცირე რაოდენობას და მოსაწევად არ გამოიყენება.
ამჟამად, სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობს ამ მცენარის კულტივირება. სავარაუდოდ უახლოეს წყლებში დაწყება „ბიო საწვავის" წარმოებისათვის სპეციალიზებული ფერმების შექმნაც.
საწყის ეტაპზე ავიასაწვავად მცენარის ნაყოფისგან მიღებული ზეთი გადამუშავდება, შემდგომ წლებში კი Boeing -ი წარმოებაში მცენარის სხვა ელემენტებიც გამოიყენოს იმედოვნებს.