4 აგვისტოდან კვირაში ორჯერ: ორშაბათსა და ხუთშაბათს, თბილისი-თეირანის მიმართულებით ფრენებს ახალი ქართული ავიაკომპანია „Flyvista" შეასრულებს.თბილისი-თეირანი-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი ერთი გზის მიმართულებით დაახლოებით 99 ამერიკული დოლარი ეღირება.
„მოხარული ვარ გაცნობოთ „Flyvista"-ს ფრენების ოპერირების დაწყების შესახებ. ბაზრის კვლევა ცხადყოფს, რომ არსებობს საკმარისი მგზავრთა ნაკადი საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მარშრუტით და ასევე თბილისი- თეირანის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული და კონკურენტუნარიანი მოგზაურობის ალტერნატივა ხელს შეუწყობს ტურისტულ საქმიანობას საქართველოში" -აღნიშნა „ Flyvista"-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგორი პომერანცევიკმა.
„Flyvista" დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს გეგმიურ ფრენებს თბილისიდან მეზობელ ქვეყნებში ხელმისაწვდომ ფასად.