Microsoft-ი კორეულ მწარმოებელს Samsung-ს სასამართლოში უჩივის. ამერიკული კორპორაციის იურისტები იუწყებიან, რომ Android-სმარტფონების უმსხვილესმა მწარმოებელმა პატენტის გამოყენებისათვის მათთვის გადასახადის გადახდა შეწყვიტა, რითაც არსებული ხელშეკრულება დაარღვია.
Microsoft-მა სარჩელი სასამართლოში 1 აგვისტოს უკვე დაარეგისტრირა, რითაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი მხარეებს შორის დასრულდა.
საუბარია Microsoft-სა და Samsung-ს შორის 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაზე. Samsung-ი და სხვა მწარმოებლები Microsoft-ს, გამოშვებული თოთეული Android-ტელეფონისათვის გარკვეულ გადასახადს უხდიან. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გზით Microsoft-ს წელიწადში 2 მლრდ დოლარის შემოსავალი აქვს.
როგორც ირკვევა, 2013 წელს Samsung-მა Nokia-ს პატენტის გამოყენების ლიცენზირებისათვის თანხა 5 წლით ადრე გადაუხადა, ეს ის პერიოდია, როდესაც ცნობილი გახდა, რომ Nokia და Microsoft-ი ერთიანდებოდა, თუმცა საბოლოო შეთანხმება იურიდიულად გაფორმებული არ იყო. ამ დროისათვის კი Samsung-ი ფინური კომპანიისათვის გაკეთებულ გადარიცხვას არგუმენტად იყენებს და აცხადებს, რომ 2018 წლამდე Microsoft-სათვის Android-ის გამოყენების სანაცვლოდ გადასახდელი არაფერი არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები