ქართველი ტურისტები წელსაც უპირატესობას ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულებებს ანიჭებენ. როგორც ტურისტული კომპანია WTN Travel-ის PR კონსულტანტი თათა საყვარელიძე განმარტავს, წელსაც ქართველი ტურისტებისათვის ყველაზე მოთხოვნადი ეგვიპტე, თურქეთი და ის ქვეყნებია, სადაც all inclusive სისისტემა ყველაზე ხელმისაწვდომია. როგორც WTN Travel-ის წარმომადგენელი აცხადებს, წელს წინა წელთან შედარებით გაყიდვების ზრდა ფიქსირდება, რასაც დატვირთული ავიარეისებიც მოწმობს.
„წინა წლებისგან განსხვავებით, წელს თურქეთისა და ეგვიპტის მიმართულებით მიმავალ ქართველი ტურისტების რაოდენობას დაემატა ჩვენი მეზობელი ქვეყნის - სომხეთის მოქალაქეებიც, რომლებიც დასასვენებლად საქართველოს გავლით მიდიან"- აცხადებს საყვარელიძე.
მისივე ინფორმაციით, ქართველი ტურისტებისათვის ევროპა ტრადიციულად მიმზიდველ და პოპულარულ მიმართულებად რჩება. მისივე ინფორმაციით, წელს ევროპაში ქართველი ტურისტების რაოდენობა მცირედით უკვე გაიზარდა კიდეც.
„თუმცა ფასიდან და ქვეყნის პოტენციალიდან გამომდინარე ქართველი ტურისტებისათვის მაინც ეგვიპტე და თურქეთი ლიდერობს.
რაც შეეხება ფასებს, ზრდა მინიმალური ოდენობით ყოველწელს შეიმჩნევა, თუმცა ეგვიპტეში განვითარებული მოვლენების ფონზე, ეგვიპტის მიმართულებით ფასები წელს თითქმის არ გაზრდილა. ხოლო თურქეთის მიმართულება საგრძნობლადაა გაძვირებული", - WTN Travel-ის PR ონსულტანტი.