ბაზარზე Android-სმარტფონების წილი 85 %-მდე გაიზარდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მსოფლიო ნაზარზე Android-ის გარდა სხვა პლათფორმების წილი იკლებს. ამ დროისათვის Android-ის სისტემაზე მომუშავე ტელეფონებს ბაზრის 85 %-ი უკავიათ.
როგორც Strategy Analytics-ი იუწყება, 2014 წლის მეორე კვარტალში ОС Android-ის წილი 85%-მდე გაიზარდა, ეს იმ ფონზე, როდესაც ერთის წლის უკან აღნიშნულ სისტემას ბაზრის 80,2%-ი ეკავა.
Android-ის სისტემების ზრდის ფონზე შემცირდა iOS-ის წილი და ის დღეისათვის მხოლოდ 11,9%-ს დასჯერდა. iOS-ის წილი გასულ წელს 13,4%-ი იყო. რაც შეეხება Windows Phone-ს, მისი წილი 3,8%-დან 2,7%-მდე დაეცა. BlackBerry-ზე კი ბაზრის მხოლოდ 0,6%-ი მოდის. გასულ წელს BlackBerry ბაზრის 2,4 %-ს აკონტროლებდა.