მცურავი სანავიგაციო ნიშნები ახლით ჩანაცვლება. საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, უწყება განაგრძობს საქართველოს პორტებსა და მისასვლელ არხებში განთავსებული ამორტიზირებული მცურავი სანავიგაციო ნიშნების ახლით ჩანაცვლების პროცესს, რომლებზეც განთავსდება ‘'IALA'' - ს სტანდარტის მანათობლები.
უწყების ინფორმაციით, სანავიგაციო ნიშნები აღჭურვილია GPRS მონიტორინგის სისტემით, რომლის საშუალებითაც დისტანციურად ხდება ნიშნების მდგომარეობის, მათი საშტატო ადგილებში ყოფნისა და მანათობლების გამართულად ფუნქციონირების გაკონტროლება. GPRS მონიტორინგული სისტემა ასევე განთავსდა ბათუმის პორტის შესასვლელ არხში არსებულ მცურავ სანავიგაციო ნიშანზე.