10 აგვისტოს, ანაკლიის ცენტრში, ახალი მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება, რომელიც 170 მოვაჭრეზეა გათვლილი. იმავდროულად, წლის განმავლობაში, ანაკლიის ზოლში 100-120 მცირე ზომის კერძო სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.
როგორც „რესპუბლიკა კაზანტიპის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „რესპუბლიკა კაზანტიპისთვის" ანაკლია ერთჯერადი ლოკაციის ადგილი არ იქნება და აღნიშნული პროექტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ჩატარებას გეგმავს. ყოველწლიურად ანაკლიის სანაპიროზე ჩამოსული 10 ათასობით ტურისტი, კი სწორედ ამ ახალ სასტუმროებში და კერძო სახლებში განთავსდებიან.
„ეს უკანასკნელი, კი თავის მხრივ უკვე ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზეპირდაპირ პროპციულად აისახება. ამას გარდა, თუ პროექტი, მართლაც 10 და მეტი წელი გაგრძელდა, ნიკიტა მარშუნოკის ვარაუდით, კურორტის მთელი სანაპირო ზოლზე გრანდიოზული სასტუმროები აშენდება და არც საერთაშორისო აეროპორტზე საუბარი იქნება შორეული პერსპექტივა.
ამ ეტაპზე ანაკლია 30 ათასამდე ტურისტის მისაღებად ემზადება, ანაკლიაში არსებულ სამი სასტუმროთი და სპეციალურად ფესტივალისთვის აშენებული კარვების ქალაქით, 2500 კარვით, რომლებიც 2-2- პირზეა გათვლილი. ყველაზე მეტი სტუმრის მიღება კი ადგილობრივ კერძო ბიზნესმენებს საკუთარი ფართების გაქირავებით შეუძლიათ - ამ შემთხვევაში საუბარია 17 ათას ადგილზე"- აღნიშნულია განცხადებაში.
იმავდროულად, „რესპუბლიკა კანტიპში" მოსახვედრი ვიზების, ე.წ. ბილეთების, შეძენა დარეგისტრირების შემდეგ შეიძლება. ბილეთების რეალიზაცია მოხდება ადგილზეც.
„თუმცა ადგილზე ფასი შესაძლოა განსხვავებული იყოს. ვიზების შეძენა უკვე დღეიდან შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ადგილას, TBC ბანკის სწრაფი გადახდის აპარატებში.
ასე რომ, ანაკლიაში პროექტისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს: ეწყობა ინფრასტრუქტურა, კეთდება ბარები, რესტორნები, გასართობის კლუბები, მზადდება სცენები დიჯეებისთვის, ბიო ტუალეტები და ა.შ. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, ინფრასტრუქტურის მოწყობაში სახელმწიფო არცერთ თეთრს არ ხარჯავს და ფულს თავად ფესტივალის ორგანიზატორები გამოყოფენ"- აღნიშნულია განცხადებაში.