დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში ბინებს სტიქიით დაზარალებული კიდევ ხუთი ოჯახი მიიღებს.
საცხოვრებელი ფართები სოფელ ბუთურაულში მცხოვრებ თ. მამულაძის, ო. მამულაძის, ნ. მამულაძის, ზ. მამულაძის და გ. დიასამიძის ოჯახებს გადაეცემათ.
ეკომიგრან ოჯახებს ბინები კენჭისყრის შედეგად გადაუნაწილდებათ. პროცედურა შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდება და მას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
სტიქიით დაზარალებული ოჯახებისათვის ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.
2012 წელიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით აჭარაში სტიქიის შედეგად დაზარალებული 179 ოჯახი დაკმაყოფილდა.