„თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. 1 აგვისტოდან, მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, კომპანიამ, ლოიალურობის ბარათის - „თეგეტა ქარდის" აღება გაამარტივა. დღეიდან „თეგეტა ქარდ გოლდის" აღება მომხმარებლებს, 3500 ლარის ნაცვლად, 1500 ლარის ოდენობის პროდუქტების/სერვისების შეძენის დროს შეეძლებათ, „თეგეტა ქარდ სილვერის" აღება კი 500 ლარის ოდენობის შენაძენზე იქნება შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ „თეგეტა ქარდ სილვერის" მფლობელები 5%-მდე, ხოლო „თეგეტა ქარდ გოლდის" მფლობელები - 10%-მდე მუდმივი ფასდაკლებით სარგებლობენ.
აქცია ეხება იმ კლიენტებსაც, ვისაც უკვე აქვთ დაგროვილი განახლებული ლიმიტების შესაბამისი ქულები. მომხმარებლებს, ვისაც აქვთ კლასიკ ბარათი და დაგროვილი ქულების ოდენობა შეადგენს 500 და მეტ ქულას, „თეგეტა მოტორსში" პირველივე ვიზიტზე გადაეცემათ თეგეტა ქარდ სილვერი. შესაბამისად, თეგეტა ქარდ სილვერის მფლობელებს, რომლთა დაგროვილი ქულები შეადგენს 1500 და მეტს - კომპანიაში ვიზიტის დროს თეგეტა ქარდ გოლდი გადაეცემათ. ბარათები გაიცემა „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში.
თეგეტა ქარდ კლასიკ, სილვერ და გოლდ ბარათების ახალი სისტემა მარტივი და კომფორტულია. თითოეული შენაძენით მომხმარებელს უფროდაუფრო მომგებიანი პირობების მიღება შეეძლება.
თეგეტა ქარდის მფლობელებს კომპანიისგან სხვადასხვა უპირატესობები ექნებათ: ქულების დაგროვება და დახარჯვის უამრავი შესაძლებლობა, ფასდაკლებები, სპეციალური აქციები და საქართველოში პირველი ონლაინ მომსახურება - „ჩემი ავტომობილის ისტორია" - მომხმარებლის პერსონალური კონფიდენციალური გვერდი ვებ საიტზე, სადაც აისახება „თეგეტა მოტორსში" ავტომობილის მოვლისა და ავტომობილზე გაწეული დანახარჯების ისტორია.
მასალის გამოყენების პირობები