"ნასამ" საკუთარი გეგმები გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ის მარსზე სპეციალური აპარატის გაგზავნას აპირებს, რომელიც ჟანგბადს გამოიმუშავებს. მოწყობილობა მარსზე მისია „მარსი 2020"-ის ფარგლებში იქნება გაგზავნილი.
ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს აინტერესებს, შეძლებს კი მარსის ატმოსფეროს პირობებში, ნახშოროჟანგი გარდაიქმნას. „ნასა" ვარაუდობს, რომ აღნიშნული მიზნით, „ნასას" წარმომადგენლები მარსზე 2030 წლისთვის გაუშვან.
როგორც „ნასას" წარმომადგენელი განმარტავს, „წითელ პლანეტაზე" „მარსი 2020"-ის გაშვებით ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი და ასევე გარკვეული ინფორმაციის შეგროვება მოხდება მარსის ატმოსფეროზე და ასევე გამოიკვეთება 2030 წლისთვის თუ რა ტექნიკური აპარატურის წაღება გახდება პლანეტაზე საჭირო.