Apple-ის ახალი ქმნილება, iPhone 6 გაყიდვაში 14 ოქტომბრიდან ჩაეშვება. iPhone 6 -ის ოფიციალური პრეზენტაცია კი 16 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი. ამ დროისათვის ცნობილი არ არის, 4,7 დიუმიანი და 5,5 დიუმიანი ტელეფონების პრეზენტაცია ერთდროულად შედგება, თუ ბაზარზე ჯერ ერთი სახეობის სმარტფონი გამოჩნდება და შემდგომ - მეორე. ახალი სმარტფონი 13 მეგაპიქსელიანი კამერით და ორბირთვიანი პროცესორით - A8-თი იქნება აღჭურვილი. ახალ მოდელში აკუმლატორის ზომა გაზრდილი არ იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სმარტფონის ეკრანი ისეთი მინით იქნება აღჭურვილი , რომელიც იოლად არ იმსხვრევა და ზიანდება.
მასალის გამოყენების პირობები