საქართველოში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა ერთი წლის განმავლობაში 12,6%-ით გაიზარდა.
"საქსტატის" ცნობით, აღნიშნული კომპანიების ბრუნვამ 2014 ივნისში თითქმის 3,9 მლრდ ლარს მიაღწია.
ამავე პერიოდში ქვეყანაში 3 707 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 3%-ით ნაკლებია 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.