საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, შპს „აის პროდუქტი"-ს დირექტორი გიორგი გიგაური დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ გიორგი გიგაურმა, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოსდა მათ მოქალაქეს მიაწოდეს 100 000 ლარის ღირებულების გაყინული ხორცის პრუდუქტი, რაშიც სანაცვლოდ აიღო 23 000 ლარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 4 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები