უკრაინის ანტიტერორისტული ძალების აქტიური მოქმედებების შედეგად ამჟამად დონეცკის ოლქის სამი სოფელი ბოევიკებისაგან გათავისუფლებულია. ინფორმავიას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულია დასახლებული პუნქტები კარლოვკა, ნეტაილოვო და პერვომაისკოე.
„ადგილობრივი ადმინისტრაციების თავზე უკრაინის სახელმწიფო დროშა ფრიალებს",_ იუწყება ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესცენტრი.
მათივე ინფორმაციით, უკრაინული ჯარი დონეცკის ირგვლივ რკალს ავიწროვებს. ამჟმაად ბრძოლა მიმდინარეობს ასევე ლისიჩანსკში.
მასალის გამოყენების პირობები