დღეს, 28 მარტს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა საქმიანი ვიზიტით ფოთს ესტუმრება. მინისტრი მოინახულებს სპორტისა და კულტურის ობიექტებს.
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი აკაკი ხორვას სახელობის სახელმწიფო სასწავლებელში შეხვდება პედაგოგებსა და ხელოვნების მუშაკებს.
ასევე დაგეგმილია შეხვედრა სპორტსმენებთან ჭადრაკის სასახლეში.
მინისტრი დაესწრება ტურნირს კრივში, რომელიც თბილისის ნაკრებსა და ფოთის მოკრივეებს შორის გაიმართება და დააჯილდოვებს გამარჯვებულ სპორტსმენებს.
მინისტრი სამხატვრო სკოლას ნიკო ცეცხლაძესთან ერთად მოინახულებს.შეხვდება მხატვრებს და მოეწყობა სამინისტროს მოძრავი რეგიონალური პროექტის განხილვა და ისაუბრებენ სამომავლო გეგმებზე.
მინისტრის ვიზიტი ფოთში პოპ მუსიკის კონცერტით დასრულდება, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართება.