დღეს, "ეროვნულ საბჭოში" შემავალი პარტიების ლიდერები გორსა და ხაშურში მოსახლეობას შეხვდებიან. პირველი შეხვედრა 13:00 საათზე, გორში, კინოთეტრ "გამარჯვებაში" იგეგმება.
როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, ხელისუფლებას ყველაზე ძლიერი კანდიდატი "ეროვნული საბჭოა", რასაც მოსახლეობასთან შეხვედრის ფაქტებიც ადასტურებს, მათი თქმით, "ეროვნული საბჭოს" შეხვედრები ყოველთვის ხალხის აქტიურობით გამოირჩევა.
გაცნობებთ, რომ გუშინ, "ალიანსი საქართველოსთვის" გორის ორგანიზაციამ ზურაბ ნოღაიდელს შიდა ქართლში ჩასვლისაგან თავის შეკავება ურჩია. "ალიანსელების" თქმით, გორში, პრორუსული ძალის დანახვა მოსახლეობას არ ესიამოვნება.
შეგახსენებთ, რომ "ეროვნული საბჭო" თბილისის მერის არჩევნებში ერთიან კანდიდატს 9 აპრილს დაასახელებს.