2014 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 126.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 224.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც 5.4 მლნ აშშ დოლარით (9.5 მლნ ლარით), ანუ 4.4 პროცენტით მეტია 2013 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 11 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 11 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.9 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.1 მლნ აშშ დოლარი (25.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 12.0 მლნ აშშ დოლარისა (19.9 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.