ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის ეროვნული საბჭოს ვიცე-სპიკერს კარლჰაინს კოფვის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის სფეროები. სტუმარმა ფინანსთა მინისტრს მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ევროპასთან.
თავის მხრივ, ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპელი ინვესტორებისთვის, მათ შორის, ავსტრიული კომპანიებისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდება.