ხელისუფლებაში თეთნულდის კურორტის პროექტის განხილვა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და ფრანგულ კომპანია „პომაგალსკის" შორის 2011 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სათხილამურო ტრასებისა და მთის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები. პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების საერთო კოორდინაციას, მათ შორის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვას, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემული შპს „თეთნულდი დეველოპმენტი".
ამჟამად მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტის საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა ელექტრონული ტენდერების საშუალებით. ყველა დაინტერესებული მხარე 15 ივლისს მიწვეულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რათა მოხდეს პროექტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
მასალის გამოყენების პირობები