სამართალდამცავებმა მოსკოვში კიდევ ერთი კრიმინალური ავრორიტეტი დააკავეს, რომელიც ზაქარია კალაშოვის ("შაქრო მოლოდოის") საქმეში ფიგურირებდა.
ნოვოსიბირსში მცხოვრები ლეონიდ კაპლანი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს თანამშრომლებმა ჯერ კიდევ 5 მარტს აიყვანეს, თუმცა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ მხოლოდ დღეს გავრცელდა.
დაკავებულზე საერთაშორისო ძებნა 2006 წლიდან იყო გამოცხადებული, კაპლანს ბრალი კრიმინალური დაჯგუფების წევრობასა და ფულის გათეთრებაში ედება. ამ ეტაპზე მისი ესპანეთში ექსტრადირების საკითხი განიხილება.
2010 წლის მარტის დასაწყისში ესპანეთში შაქრო კალაშოვი 300 ათასი ევროს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.