დღეს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დაცვის შესახებ ხელშეკრულებას განიხილავს. შეთანხმების თანახმად, რუსეთს უფლება ენიჭება ე.წ. სახელმწიფო საზღვრები სრულად გააკონტროლოს, მათ შორის საზღვაო აკვატორიაც.
ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული საზღვრების მთელ პერიმეტრზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლები განლაგდებიან.
დოკუმენტში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუს აგრესორთა მესაზღვრეების სტატუსი და პირობებიცაა გაწერილი.
აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული შეთანხმებების განხილვის წინადადებით დუმას პრეზიდენტმა მედვედევმა მიმართა.