დღეს, 26 მარტს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ევროპის საბჭოს პროექტის _ "საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის მხარდაჭერა" (GEPAC) _ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.
პროექტის გუნდი ადგილობრივ პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციასთან ერთად ისაუბრებს GEPAC პროექტის განხორციელების, ჩატარებული ღონისძიებებისა და ორი კვლევის შედეგის შესახებ. ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულის, არასამთავრობო და ქვეყანაში მომუშავე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები