მოსკოვში, ყაჩაღობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი მძარცველი, რომელთაგან ოთხი საქართველოს მოქალაქეა.
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სახელმწიფო სამმართველოს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, ვიქტორ ბირიუკოვის განცხადებით, აღნიშნული პირები თავს ესხმოდნენ ფულის გადამტანებს და იარაღის გამოყენებით დიდძალ თანხას ართმევდნენ.
ბირიუკოვის განცხადებით, უკვე დადასტურებული ასეთი თავდასხმის 15 შემთხვევა მოსკოვის სხვადასხვა რაიონში.
ბოლო თავდასხმა 25 თებერვალს შმიტოვსკის გასასვლელის მესამე სატრანსპორტო რგოლზე მოხდა, რომლის დროსაც შეიარაღებულმა პირებმა 25 მილიონი რუბლი გაიტაცეს.