ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო 'Moody's"-ს ხელმძღვანელობას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომ თანამშრომლობასა და ეკონომიკური განვითარების ოთხწლიან გეგმაზე ისაუბრეს. გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის წარმომადგენლებს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ მიაწოდა.
სარეიტინგო სააგენტო 'Moody's" საკრედიტო რეიტინგების მინიჭების, კვლევისა და რისკების ანალიზის მიმართულებით მუშაობს. სააგენტოში მსოფლიოს 26 ქვეყნის მასშტაბით 4500 ადამიანია დასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები