პარლამენტარები დეპუტატებისათვის იარაღის დაკანონების წესის გამარტივებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება პარალმენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი მელაძემ დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.
კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს უმრავლესობის წარმომადგენლების ლაშა თორდიას, ახა ანჯაფარიძის და ჩიორა თაქთაქშვილის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც იარაღის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.
როგორც კანონპროექტის ერთ-ერი ავტორი ლაშა თორდია განმარტავს, ცვლილებები ეხება იარაღის რეგისტრაციის ტექნიკურ საკითხებს, თუმცა როგორც გიორგი მელაძემ განაცხადა, არსებობდა შეთანხმება, რომ დეპუტატებისათვის იარაღის დაკანონების პროცედურა გამარტივდებოდა, თუმცა აღნიშნული საკითხი კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული.
როგორც მელაძე განმარტავს, დეპუტატებს იარარის დაკანონდებისათვის შესაბამის სამსახურში ორჯერ უწევთ მისვლა. პირველად მაშინ როდესაც იარაღს საშტატო იარაღად იფორმებენ, ხოლო შემდეგ დეპუტატის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ირეგისტრირებენ ტარების უფლებით.
მელაძე კი აცხადებს, რომ ეს პროცედურა არის ხელოვნურად გართულებული და არსებობს მთავორბის თანხმობაც, რომ იარაღის მომსახურების სააგენტოში დეპუტატები მხოლოდ ერთი მისვლის შემდეგ გაიფორმებენ იარაღს.
კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი კანონპროექტის სასესიო განხილვის დაწყებამდე აისახება.