უნფრულმა ლოუ-კოსტმა Wizz Air ლონდონის ბირჟაზე აქციების განთავსება გადაიფიქრა. ავიაკომპანიამ გეგმა ავიაბაზარზე არსებული არასტაბილური ვითარების გამო შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირეების განმავლობაში ევროპული ავიაკომპანიების აქციემა ვარდნა დაიწყო.
მაგალითად Lufthansa-მ ღირებულების 14%-ი დაკარგა, რაც შეეხება easyJet-ის აქციებს ის 9%-ით დაეხა, ხოლო Ryanair-ის აქციები 5%-ით გაიაფდა. .
აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ი ლონდონის ბირჟაზე IPO-ს განხორციელებით 200 მლნ ევროს შემოსავლის მიღებას ვარაუდობდა. მიღებული ტანხით კომპანია კაპიტალის ზრდას და კომპანიის გაძლიერებას გეგმავდა.
მასალის გამოყენების პირობები